ავტორიტეტული ესპანური სააგენტო Marca-ს საფეხბურთო მიმომხილველი დავიდ მენაიო, საქართველო – ესპანეთის დაპირისპირებას აფასებს.
ქართველო გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო, მის მიერ ჩვენი გუნდის მთავარი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელას შეგასებაა.
„შემიძლია ვთქვა, რომ საერთაშორისო ფეხბურთში საკმაოდ კარგად ვერკვევი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ხვიჩა კვარაცხელიაზე არასდროს მსმენია, ამ ახალგაზრდამ კი ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
20 წლის ახალგაზრდა ესპანეთის დაცვისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. არ გამიკვირდება თუ ყაზანის რუბინი ზაფხულში ძლიერად დაიქუხებს…
გავბედავ და ვიტყვი, რომ საქართველოს წინააღმდეგ გამარჯვება დიდი ჯილდოა გუნდისთვის, რომელსაც ბევრი რამ აქვს გამოსასწორებელი.“ – დაწერა მენაიომ.





