28 მარტს, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. ჯვაროსნები დინამო არენაზე ესპანეთის ნაკრებს მიიღებენ.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ პატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ფურია როხასთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„ჩემთვის მთავარი დისციპლინაა. შვედეთის წინააღმდეგაც ამ კომპონენტს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით. შედეგს ვერასროს გააკონტროლებ, მაგრამ თამაშის მიმდინარეობის კონტროლი შესაძლებელია.
მედია ბევრ რამეს დაწერს ან იტყვის. ეს მათი მოვალეობაა, მაგრამ მე ვცდილობ ყოველთვის სასიამოვნო ინფორმაციას გავეცნო.
სამწვრთნელო შტაბი? კმაყოფილი ვარ. ზურაბ ხიზანიშვილს მნიშვნელოვანი როლი აკისრია და მჯერა ამ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს.
ისევ შვედეთთან თამაშს რომ მივუბრუნდეთ, დებიუტანტებით კმაყოფილი ვარ. ჩაბრაძემაც და გიორბელიძემაც თავი კარგად წარმოაჩინეს.
ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნაკრების ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯოს და კონკრეტული მატჩისთვის კონცენტრირებული იყოს.
ხვიჩა კვარაცხელიამ ტკივილი პირველი ტაიმის მიმდინარეობისას იგრძნო და სამწუხაროდ შესვენებისას მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მეორე ტაიმში არ ეთამაშა.
რაც შეეხება მიქაუტაძეს კუნთის ტრავმა აქვს და უახლოეს ორ შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება“- აღნიშნა ვილი სანიოლიმ.







