საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უახლოეს შეხვედრებში ახალი ფორმებით ითამაშებს. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია საკუთარ Facebook-გვერდზე ავრცელებს.
ჩვენი გუნდი 2021 წელს პირველ ოფიციალურ მატჩს ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით სტუმრად შვედეთის ნაკრებთან გამართავს.
28 მარტს ქართველი ფეხბურთელები „დინამო არენაზე“ ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებენ, 31 მარტს კი სტუმრად საბერძნეთის ნაკრებს შეხვდებიან.





