მოსკოვის ცსკა-ში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ. „ვი თი ბი ლიგის“ მე-19 ტურში ქართველი კალათბურთელის გუნდი ტალინში „კალევს“ ესტუმრა და 22 ქულის სხვაოიბთ, 94:72 გაიმარჯვა.
თოკო მოედანზე საუკეთესო იყო. მან პარკეტზე საერთო ჯამში 19 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 18 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააფიქსირა.
რაც მთავარია, ქულების რაოდენობით, შენგელია თავის გუნდში ბომბარდირი გახდა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 13-ს გაუტოლდა.




