ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი ნახევარმცველი, ჯესი ლინგარდი კლუბის ხელმძღვანელობას შეუთანხმდა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს დატოვებს და ახალი ნავსაყუდლის ძიებას დაიწყებს. ამის შესახებ, სხვადასხვა უცხოური გამოცემები აქტიურად იუწყებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ინგლისელს ტოპ ჩემპიონატებიდან ბევრი მსურველი ჰყავს, მათთან ერთად დაინტერესებულნი არიან “სელტიკი” და “რეინჯერსიც“.
ლინგარდმა მიმდინარე სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2021 წლის ზაფხულში ეწურება.
ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 14 მილიონ ევროს შეადგენს.





