მინესოტა ტიმბერვულვსის მცველმა ენტონი ედვარდსმა, რომელიც 2020 წლის დრაფტის პირველი ნომერია, ერთ მატჩში დაგროვებული ქულების პირადი რეკორდი, ფინიქს სანსთან მოგებულ (123: 119) მატჩში შეასრულა.
go off then, young men. @fitbit
— Minnesota Timberwolves (@Timberwolves) March 19, 2021
ენტონიმ პარკეტზე გატარებულ 38 წუთში, 42 ქულა დააგროვა, რასაც 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დაამატა. მან 31 მცდელობიდან 15 გამოიყენა, ხოლო 13 საჯარიმოდან 8 ჩააგდო.
Anthony Edwards dropped a career-high 42 PTS 🔥 pic.twitter.com/4Cm4oIHoUz
— NBA TV (@NBATV) March 19, 2021
19 წლისა და 225 დღის ასაკში 42 დაგროვებული ქულით, ედვარდსი NBA-ის მესამე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც 40+ ქულის ჩაგდება მოახერხა.
so… that was fun. 🐺@StarTribune pic.twitter.com/I5Ond6Xb63
— Minnesota Timberwolves (@Timberwolves) March 19, 2021






