ტარიელ ხეჩიკაშვილის „საბურთალოდან“ წასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ლევან კობიაშვილმა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, კლუბს 100 ათასზე მეტი ლარის დავალიანება დაუგროვდა, რომელსაც არ იხდიან. ხეჩიკაშვილის წასვლის მიზეზი კი შესაძლოა სწორედ ფინანსური პრობლემები იყოს.
„ტარიელ ხეჩიკაშვილი არის ამ კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცალკე იურიდიული პირია და მას უნდა ჰკითხოთ რატომ უნდა წასვლა. გასაგებია, რომ შეიძლება რაღაც ფინანსური პრობლემა ჰქონდეს თავისი ბიზნესებიდან გამომდინარე. დიდი ხანია მათ ფედერაციის დავალიანება აქვთ, ასი ათასობით ლარი. ჩვენს ინფრასტრუქტურას იყენებენ, მათ არ გააჩნიათ საკუთარი სტადიონი და ამის გადასახადსაც არ იხდიან“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.





