ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საქართველოსთან გასამართი მატჩისთვის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
„ფურია როხას“ შემადგენლობაში არიან გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი სახეები, თუმცა გუნდში რამდენიმე დებიუტანტიც იქნება.
ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: დავიდ დე ხეა, უნაი სიმონი, რობერტ სანჩესი.
მცველები: პედრო პორო, ერიკ გარსია, სერხიო რამოსი, ლორენტე, ინიგო მარტინესი, ჯორდი ალბა, ხოსე ლუის გაია.
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეცი, ტიაგო ალკანტარა, პედრი, როდრი, მარკოს ლორენტე, სერხიო კანალესი, კოკე, ფაბიანი რუიზი.
თავდამსხმელები: ხერარდ მორენო, ფერან ტორესი, მიკელ ოიარზაბალი, ალვარო მორატა, ბრაიან ხილი, დანი ოლმო.
🔴 OFICIAL | ¡¡@LUISENRIQUE21 descubre la convocatoria oculta de la @SeFutbol para los primeros partidos rumbo a #Catar2022!!
🔲 Forman parte de nuestra vida diaria en tiendas y restaurantes, pero nuestros códigos QR son hoy MUCHO MÁS ESPECIALES.#SomosEspaña #SomosFederación pic.twitter.com/bgvQ6wHaya
— Selección Española de Fútbol (@SeFutbol) March 15, 2021
ესპანეთის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 25 მარტს, გრანადაში იწყებს. ლუის ენრიკეს მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იქნება. 28 მარტს ესპანელები დინამო არენაზე საქართველოს ნაკრებს ესტუმრებიან, 31 მარტს კი ასევე სტუმრად კოსოვოს ნაკრებს შეხვდებიან.





