ახლო წარსულში ტურინის „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ მის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო და მას სისულელე უწოდა.
საუბარია, ტურინის მერობაზე მისი კანდიდატურის დაყენების თაობაზე. ამას წინათ, იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილი ფეხბურთელი შესაძლოა პოლიტიკაში მოსულიყო და ქალაქ ტურინის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი გამხდარიყო. ისიც ითქვა, რომ მარკიზიოს საკუთარ კანდიდატად წარდგენა იტალიის დემოკრატიულ პარტიას სურსო.
„ის, რომ მსგავს აბსურდზე და სისულელეზე კომენტარის გაკეთება და უარყოფა მიწევს, უკვე გასაოცრად მიმაჩნია. პოლიტიკა სერიოზული საქმიანობაა და გამოცდილებას მოითხოვს. ასე რომ გთხოვთ, იყავით ადეკვატურები“ – წერს კლაუდიო მარკიზიო ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, კლაუდიო მარკიზიომ თავისი საფეხბურთო კარიერა მთლიანად „იუვენტუსს“ მიუძღვნა და მხოლოდ 2018 წელს მცირე ხნით მიაშურა სანქტ-პეტერბურგის ზენიტს, რის შემდეგაც კარიერა დაასრულა.
ტურინულ გრანდთან ერთად მარკიზიო 7-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი.





