საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს. მან „რკინიგზელებთან“ 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ღირსებას 4-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
„ლოკომოტივში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა, გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან“, – განაცხადა გურამმა.
საინტერესოა, რომ კაშია არა აღმზრდელ კლუბ თბილისის „დინამოში“, არამედ მის პრინციპულ მეტოქეში გადავიდა, ამაზე განმარტება მხარეებს ჯერ არ გაუკეთებიათ.





