მივიდა, ნახა, წააგო და წავიდა. ფეხბურთის ფედერაციის ერთ დღიანი პრეზიდენტები კი გვახსოვს, საფეხბურთო ჩინოვნიკების 24 საათიანი პატიმრობაც, მაგრამ მწვრთნელები?
გონება რომ ძალიან დავძაბოთ ან საათობით ინტერნეტ სამყაროში ვიძრომიალოთ, შესაძლოა მივაგნოთ ასეთ ფაქტსაც, მაგრამ ახლა რაც სახეზეა იმაზე ვთქვათ.
პატიოსანი კაცი გამოდგა ბირ ბერკოვიჩი. მიხვდა, რომ გუნდს წარმატებას ვერ მოუტანდა ან იქ მისი ადგილი არ იყო და თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ დღეში გადადგა.
24 საათით ადრე, ბერკოვიჩი ისრაელის მეორე დივიზიონში მყოფ „ჰაპოელ უმ-ელ ფაჰმის“ თავკაცად დაინიშნა, მალევე ტურის მატჩში 0:3 წააგო და გუნდის ხელმძღვანელობას წასვლის შესახებ თხოვნით მიმართა. მათაც ბერკოვიჩის ეს სურვილი დააკმაყოფილეს.








