იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ, იუვენტუსის სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ კვლავ გააკრიტიკა.
რონალდუს კონტრაქტის ერთი წელი აქვს დარჩენილი. იუვენტუსმა ის ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დასახმარებლად დაიმატა, მაგრამ მისი ჩამოსვლის შემდეგ ტურნირზე შედეგები უარესი გახდა, პროექტი არასწორად წარიმართა.
120 წლის განმავლობაში იუვენტუსისთვის მნიშვნელობა მხოლოდ გამარჯვებებს ჰქონდა. ეს კლუბის პასუხისმგებლობა დღემდე რჩება, მაგრამ სარისა და ანდრეას [პირლოს] მოწვევით მათ ამის ღალატი სცადეს. რონალდუ პირლოს იდეებს არ შეეფერება.
ანდრეას სურს დაცვიდან მალე ამოსვლა, მას მაღალი სისწრაფეები სჭირდება. რონალდოს შეუძლია გადაწყვიტოს მატჩების შედეგი, მაგრამ ის გუნდურ მუშაობაში დიდ მონაწილეობას არ იღებს. თუ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, მისი ამ გუნდში ასპარეზობა წარუმატებლობად შეფასდება,“ – განაცხადა კასანომ.
პორტუგალიელი იტალიურ კლუბში 2018 წლის ზაფხულში 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
მიმდინარე სეზონში რონალდუმ სერია A-ს 19 მატჩში 18 გოლი გაიტანა 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.





