6 წლიანი პაუზის შემდეგ, მერაბ ჟორდანია ფეხბურთს კვლავ უბრუნდება. ალბათ შეხსენება საჭირო არ უნდა იყოს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი თავკაცი ერთი ხანობა ნიდერლანდური „ვიტესის“ პრეზიდენტი იყო. სწორედ იმ დროს თამაშობდნენ ამ კლუბში ვაკო ყაზაიშვილი, გურამ კაშია და გიორგი ჭანტურია.
ახლა კი, არ გამოვრიცხოთ, რომ ქართველი ფეხბურთელების მასობრივი გამოჩენა ავსტრიაში, კერძოდ კლუბ „აუსტრიაში“ მოხდეს. მერაბ ჟრდანია ავსტრიის ყველაზე პოპულარული და ისტორიული გუნდის ინვესტორი ხდება, რომელიც ქვეყნის 24-გზის ჩემპიონი და თასის 27-გზის მფლობელია.
ვენის „აუსტრიას“ მმართველი დირექტორის მარკუს კრეტჩმერის თქმით, მერაბ ჟორდანიასთან შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ ფორმალური საკითხები დარჩა მოსაგვარებელი.
ვენის „აუსტრიამ“ 2020 წელს დიდი ფინანსური დარტყმა მიიღო. გუნდმა დაახლოებით 19 მილიონი ევროს ზარალი განიცადა და მერაბ ჟორდანიამაც კლუბი კოლაფსისგან უნდა იხსნას.
როგორც ავსტრიული მედია ირწმუნება, თანამშრომლობა მრავალ წელზეა გათვლილი.





