ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ჯერ წესიერად არც გახურებულა, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი უკვე დაფიქსირდა.
ცხადია, ადრე თუ გვიან და ამავე ჩემპიონატზე ეს მაინც მოხდებოდა, თუმცა შესაძლოა არა ბუქარესტში. ვინ იცის, იქნებ ავსტრიელი ფეხბურთელი მიხაელ გრეგორიში ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ვერც ჩაწერილიყო, მოედანზე ჩრდ.მაკდონიის ნაცვლად, საქართვლოს ნაკრები რომ ყოფილიყო.
მოკლედ, ბევრი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გეტყვით, რომ რუმინეთის დედაქალაქში ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საიუბილეო, მე-700 გოლი გავიდა და ეს სწორედ ავსტრიისა და ჩრდ.მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირებაში მოხდა.
ავსტრიელებმა მეტოქე 3:1 დაამარცხეს. მატჩის 78-ე წუთზე თავისი გუნდი მიხაელ გრეგორიშმა ზუსტი დარტყმით დააწინაურა და სწორედ ეს გოლი აღმოჩნდა საიუბილეო მე-700.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გოლი იუგოსლავიელი მილან გალიჩის ანგარიშზეა, როდესაც მისმა გუნდმა 1960 წლის პირველობაზე საფრანგეთს 5:4 მოუგო.
ქვემოთ კი გაეცნობით ყველა საიუბილეო გოლის ავტორს:







