საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პირველი არხის ეთერში, გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ უდისციპლინო ფეხბურთელი ნაკრებში შანსს ვერ მიიღებს.
„ეროვნულ ნაკრებში ყოფნის პერიოდში ფეხბურთელებთან მუშაობისთვის ბევრი დრო არ გაქვს. მომავალი წარმატებისთვის დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე დიქტატორის როლი არ მსურს, მოთამაშეებმა უნდა იცოდნენ, ეროვნული გუნდისთვის ყველაფერს დადებენ თუ არა. ის, ვინც დისციპლინას არ დაიცავს, გუნდში ვერ მოხვდება. როდესაც ერთად მუშაობისთვის ძალიან ცოტა დრო გაქვს, უნდა დაეყრდნო მოთამაშეებს და მათ უნდა ენდო. ის ვინც უსამართლოდ მოიქცევა და დისციპლინას არ დაიცავს, შესაბამისად შანსსაც ვერ მიიღებს. მე ქართულ მენტალიტეტს ვერ შევაფასებ. რამდენიმე დღეა რაც საქართველოში ვარ და მენტალიტეტი ძალიან მაკმაყოფილებს“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.





