ქართველი გულშემატკივრისთვის შესანიშნავ სიახლეს ავრცელებს ua-football-ის ჟურნალისტი იგორ ციგანიკი.
მისი ინფორმაციით, კიევის დინამოს ახალგაზრდა ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ამჟამად ვორსკლაშია განათხოვრებული და უკრაინის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.
არცთუ კარგი სიახლე უკრაინული ფეხბურთისთვის. გიორგი წიტაიშვილმა მოქალაქეობის მიიღება გადაწყვიტა და ამ ქვეყნის ნაკრებში თამაშს აპირებს.
რამდენიმე თვის წინ წიტაიშვილს ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც მას ძალიან უყვარდა. როდესაც ფეხბურთელი ბაბუის დაკრძალვაზე ჩავიდა, ნათესავებმა უთხრეს, რომ მისი სურვილი იყო, რომ გიორგის საქართველოს ნაკრებში ეთამაშა.
ახლა წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში საასპარეზოდ ემზადება, რაც უკრაინული ფეხბურთისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება, – დაწერა ციგანიკმა.








