UEFA-ს ოფიციალურ გვერდთან გაკეთებულ კომენტარში, პორტუს მთავარმა მწვრთნელმა სერჟიუ კონსეისაუმ იუვენტუსთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
როდესაც კენჭისყრა შედგა, მესმოდა იუვენტუსის არცთუ დამაჯერებელ შედეგებს როგორ განიხილავდნენ. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, მაშინაც კი, როცა ნაპოლისთან წააგეს იუვენტუსმა ბოლო რვა შეხვედრაში ორი ბურთი გაუშვა. ძლიერი და სტაბილურები იყვნენ. ყოველივე ნათლად მიუთითებს კლუბის ფსიქოლოგიაზე. მათ ბარსელონაში 3:0 გაიმარჯვეს.
კრიშტიანუს მატჩის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ მომენტში შეუძლია. შეტევაში ის უბადლო მოთამაშეა, მსოფლიოში საუკეთესო და ეს ეჭვგარეშეა. მჭიდროდ და საიმედოდ უნდა ვითამაშოთ. უნდა გვესმოდეს თუ როგორ შეეცდებიან კრიშტიანო, მორატა, კულუსევსკი ან ვინმე სხვა სივრცის გამოყენებას. მათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ.
პორტუს გენებიც ძლიერია. ჩვენც გამარჯვებულის ფსიქოლოგია გვაქვს. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის მეტოქე. უნდა გვახსოვდეს, რომ თამაშის სხვადასხვა ეტაპზე ჩვენი მიდგომა უნდა იცვლებოდეს, მაგრამ ამავდროულად ყოველთვის გამარჯვებისკენ ვისწრაფვით, – განაცხადა კონსეისაუმ.





