„საბურთალომ“ თურქულ შეკრებაზე მესამე მატჩი გამართა. თბილისური კლუბი რუსულ „ორენბურგს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით, 2:1 გაიმარჯვა.
ანგარიში შეხვედრის დებიუტში გიორგი გულიაშვილმა გახსნა. ზუსტად 3 წუთში რუსებმა ანგარიში გაათანაბრეს.
მეორე ტაიმის 58-ე წუთზე იური ტაბატაძემ „ორენბურგს“ მეორე გოლი გაუტანა და საბოლოო ანგარიში. 1:2 დააფიქსირა.





