ლევან მჭედლიძე კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ დაადასტურა.
30 წლის თავდამსხმელი თურქეთში დღეს გაფრინდება და ბათუმურ კლუბს ოფიციალურად შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ ზღვისპირელები ანტალიაში წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპს გადიან.
ლევან მჭედლიძე ბოლოს თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, თუმცა გუნდი ტრავმის გამო დატოვა.
ფეხბურთელმა გუშინ პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ მოლაპარაკებას „ემპოლისთანაც“ აწარმოებს და შესაძლოა ზაფხულში იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდეს.





