თბილისის დინამომ თურქულ შეკრებაზე მორიგი სპარინგ-მატჩი გამართა. საქართველოს ჩემპიონის მეტოქე უკრაინული ზორია იყო. მატჩი უკრაინელების გამარჯვებით, 1:2 დასრულდა.
ანგარიში მე-16 წუთზე თბილისელებმა გახსნეს. ზორან მარუშიჩმა ნოდარ იაშვილის გადაცემა ზუსტად გამოიყენა და დინამო დააწინაურა. ათიოდე წუთში დინამოელებს მეორე ბურთის გატანაც შეეძლო, თუმცა მეტოქის საჯარიმოში რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. საპასუხო შეტევაში ზორიას ფეხბურთელებმა თბილისელი მცველების შეცდომით ისარგებლეს და წონასწორობა აღადგინეს.
უკრაინელმა ფეხბურთელებმა მეორე გოლი 77-ე წუთზე გაიტანეს. დინამოს საჯარიმოში შექმნილი არეულობით დანილ ალიფერენკომ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში, 1:2 დააფიქსირა.
გიორგი ნემსაძის გუნდი მორიგ ტესტ-მატჩშ 9 თებერვალს, რუსული სოჭის წინააღმდეგ გამართავს.





