მას ევროპის ახალ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ. საუბარია 19 წლის ნიდერლანდელ ფეხბურთელ ბრაიან ბრობზე, რომელიც ამსტერდამის „აიქსში“ თამაშობს და ძირითად გუნდშიც დაიმკვიდრა ადგილი. ის „აიაქსის“ რიგებში უკვე 5 მატჩში გამოჩნდა და 2 გოლის გატანაც მოახერხა.
როგორც პოპულარული გერმანული გამოცემა Bild ირწმუნება, ბრობზე თვალი ბუნდესლიგის ორ გუნდს დორტმუნდს და ლაიპციგს აქვს დადგმული და მის გადასაბირებლად ყველაფერს აკეთებენ.
უფრო სწორად, ლაიპციგმა უკვე ყველაფერი მოაკვარახჭინა და ბრაიან ბრობიც მალე აიაქსიდან გუდა-ნაბადს აიკრავსო.
როგორც ავღნიშნეთ, ფეხბურთის სპეციალისტები და სკაუტები ბრაიან ბრობს მეგატალანტს უწოდებენ.





