18 წლის გვინეელი ფეხბურთელი ილაიშ მორიბა “ბარსელონადან” კარიერას “ლაიპციგში” გააგრძელებს. ინფორმაცია გერმანულმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ახალგაზრდა ფეხბურთელს ბლაუგრანას მიერ შემოთავაზებული 2 მილიონი ევრო ხელფასის სახით არ აკმაყოფილებდა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მორიბამ ლურჯ-ბროწეულისფერთა დატოვება.
“ლაიპციგმა” გვინეელი ფეხბურთელი 16 მილიონ ევროდ შეიძინა. 18 წლის ნახევარმცველმა გერმანულ კლუბთან კონტრატს ხელი 2026 წლამდე მოაწერა.
Welcome to Leipzig, @IlaixMK! 👋#HereWeGoMoriba #DeadlineDay pic.twitter.com/ml1cRgt1tC
— RB Leipzig English (@RBLeipzig_EN) August 31, 2021





