რეკლამა
Primesport.ge
შაბათი, აპრილი 18, 2026
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
No Result
View All Result
Primesport.ge
No Result
View All Result

გია გურული – ნაკრებს ქართველი მწვრთნელი სჭირდება

19:26 2021/02/03
0 0
327
SHARES
1.8k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივარი, ღრმა ძილს მიცემულიც რომ გააღვიძო და ჰკითხო როდის და ვისთან გამართა საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩიო ალბათ სხაპა-სხუპით გიპასუხებთ. 1990 წელი, თბილისის ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი, ამხანაგური დაპირისპირება მაშინდელ ლიტვის ნაკრებთან და ფრე 2:2.

ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი გოლის გამტანიც ალბათ ბევრს ეცოდინება. გია გურული – უდავოდ გამორჩეული და თავისი განსაკუთრებული სტილის მქონე ფორვარდი, რომელმაც თბილისის „დინამოს“ და ლანჩხუთის „გურიას“ გარდა, ძალები პოლონეთის და საფრანგეთის ჩემპიონატშიც მოსინჯა და იქაც სათანადო დონეზე გამოიყურებოდა.  სამწუხაროა, რომ გია გურული, მერე და მერე, საქართველოს ნაკრებს ოფიციალურ მატჩებში დიდად ვეღარ ეხმარებოდა, რადგან უკვე ასაკში იყო და კარიერას ასრულებდა.

No description available.

უკვე წლებია, გია გურული საფრანგეთში ცხოვრობს, მაგრამ ამ ეტაპზე საყვარელ სფეროს ჩამოშორებულია და სხვა საქმიანობას ეწევა. „ვიცი ეს დროებითია. ფეხბურთი იმდენად მიყვარს და ჩემია, რომ მის გარეშე დიდხანს ვერ გავძლებ. საქართველოს ნებისმიერი გუნდიდან რაიმე შეთავაზება რომ მივიღო, აქაურობას დავტოვებ და უყოყმანოთ დავბრუნდები“ – გვითხრა გია გურულმა, როდესაც საფრანგეთში შევეხმიანეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ.

-ბატონო გია, გმადლობთ, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით. ალბათ მიხვდებოდით, უმთავრესად ეროვნული ნაკრების თემაზე გვსურს თქვენთან საუბარი. ქართველი გულშემატკივარი 2020 წლის ნოემბერს, შავ ნოემბრად მოიხსენიებს…

-უკაცრავად, მხოლოდ შარშანდელ ნოემბერს? მგონი ბევრი წელია ქართულ ფეხბურთს შავი ნოემბერიც და წელიწადის სხვა დროებიც უდგას. სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ.

-მაინც რა მოხდა 12 ნოემბერს? როგორია თქვენი შეფასება?

-ძალიან სამწუხარო რამ. რაღაცით ეროვნული ნაკრების პირველ ოფიციალურ მატჩს შევადარებდი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ უამრავი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ჩრდ. მაკედონიასთან კი ამით ვერ დავიკვეხნიდით. მოლდოვასთან ჩვენგან ყველა უცილობელ მოგებას ითხოვდა, მაგრამ მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა. მატჩის შემდეგ ქომაგებთან ერთად ჩვენც შოკირებულნი ვიყავით.

ჩვენ ასეთი შესაძლებლობა არ მოგვცემია, ამ ბიჭებს კი იდეალური შანსი მიეცათ და ვერ გამოიყენეს. ყევლაფერთან ერთად გული მათზეც მწყდება. კრიტიკაზე ადვილია არაფერია. ბევრი ნეგატიური რამის თქმა შემიძლია 12 ნოემბერს თუ რატომაც მოხდა ის რაც მოხდა, მაგრამ მხოლოდ ერთს ვიტყვი – ბალახი უნდა ეჭამათ და მოედანი წაგებულებს არ დაეტოვებინათ.

-ბევრი მიიჩნევს რომ ის ფინალი უშუალოდ მწვრთნელმა წააგო. თქვენც თვლით, რომ ყველაფერი ვლადიმირ ვაისის ბრალია?

-მწვრთნელის საქმე უმადურიაო უთქვამთ. რომ მოგვეგო გულშემატკივართა უმეტესობა ფეხბურთელებს გააღმერთებდა, წაგების შემდეგ კი ჯოხი ყოველთვის მწვრთნელზე ტყდება. ევროპის ჩემპიონატზე რომ გავსულიყავით ვაისი სამუდამოდ ოქროს ასოებით ჩაეწერებოდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ახლა კი თანამდებობა ნირწამხდარმა და გულდაწყვეტილმა დატოვა.

ვფიქრობ მას რისკის ეშინოდა. ფეხბურთი კი ხშირად სწორედაც რომ გარისკვაა. გოლს თუ გაუშვებ, შემდეგ შეტევის არ უნდა გეშინოდეს.  დიახ, მეტად მნიშვნელოვანი მატჩი იყო, სასწორის პინაზე 30 წლის აუხდენელი ოცნება იდო, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ ზედმეტ სიფრთხილეს იჩენდნენ. გაშვებული გოლის შემდეგ დასაკარგი ხომ აღარაფერი იყო? ჩემი აზრით აქ გამოჩნდა ვაისის ზედმეტი შიში. მან ვერ გარისკა და შამპანურიც სხვამ დალია.

კარგია ფეხბურთელებთან მეგობრობაც, მაგრამ სადავეები ხელიდან არ უნდა გაუშვა. ვფიქრობ, ვლადიმირ ვაისს ნაკრებში მუშაობის ბოლო პერიოდში ეს პრობლემაც შეექმნა.

No description available.

-ყველაფერთან ერთად ნაკრებს ცარიელი ტრიბუნების თანხლებით მოუხდა თამაში. 

-გულშემატკივარი ბევრ რამეს შეცვლიდა. ჩემი აზრით ეს უდიდესი შეცდომა იყო. სამწუხაროდ, ამ ისტორიულ მატჩს სრულ მზადყოფნაში ვერ შევხვდით.

-12 ნოემბერს რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი არ გვყავდა და მარცხის მიზეზად ბევრი ხვიჩა კავარცხელიას და გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნას მიიჩნევს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად მიზანშეწონილია ნებისმიერი გუნდი ერთ ან ორ ახალგაზრდა ფეხბურთელზე იყოს ჩამოკიდებული?

-ორივე უნიჭიერესი ფეხბურთელია და მართლაც არავინ იცის რა იქნებოდა მოედანზე ისინი რომ ყოფილიყვნენ. დიდი ალბათობით სხვა ფეხბურთი გაჩაღდებოდა, მაგრამ პატარა ბიჭებზე ამხელა ტვირთის აკიდებაც არ ეგების. ისინი ნაკრებში უდავოდ იტყვიან თავიანთ სიტყვას და არაერთ სიხარულსაც განგვაცდევინებენ.

განვმეორდები, რომ ჩრდ. მაკედონიასთან ის პრინციპული და მნიშვნელოვანი დაპირისპირება კვარაცხელია-ჩაკვეტაძესთან ერთად თუ მათ გარეშე მაინც აუცილებლად მოსაგები იყო. ეს გასამართლებელი მიზეზი ვერ იქნება. ფეხბურთია და გოლსაც გაუშვებ, მაგრამ ყურები არ უნდა ჩამოყარო. ასეთ დროს, მოტივაციის ამაღლებაში და ფსიქოლოგიური წნეხის დაძლევაში მწვრთნელი უნდა დაეხმაროს.

No description available.

-რადგან კვარაცხელიაზე ჩამოვაგდეთ სიტყვა, აქვე გკითხავთ. არის მზად ის ევროპის რომელიმე ტოპ გუნდში სათამაშოდ?

-ის უდავოდ ტალანტია და ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა, მაგრამ მის ადგილზე ჯერ კარგად დავფიქრდებოდი. მე ვთვლი, რომ ბარსელონაში, რეალში, იუვენტუსში, მილანში თუ ნებისმიერ გრანდში მხოლოდ იმიტომ გადასვლა, რომ ამ გუნდის ფეხბურთელი გერქვას სახარბიელო არ არის.

რა თქმა უნდა, გამიხარდება ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე თუ რომელიმე სხვა ქართველი ფეხბურთელი ევროპის წამყვან საფეხბურთო ლიგაში თუ მოხვდება, მაგრამ ოღონდ იქ მოვხვდე და სათადარიგოთა სკამზე ვიჯდეო მათი თვითმიზანი არ უნდა იყოს. მირჩევნია მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონდეს, ვიდრე სადმე წავიდე და იქ უკეთეს შემთხვევაში ცვლილებაზე რამდენიმე წუთით გამოვდიოდე.

ამიტომ, ხვიჩა კვარაცხელია, ფეხბურთი უნდა ითამაშოს. მჯერა ის ამას ყველგან შეძლებს, მაგრამ აჩქარებაც არ ივარგებს.

No description available.

-ორ თვეზე მეტია საქართველოს ნაკრები უთავკაცოდაა. თქვენ ქართველი მწვრთნელისკენ იხრებით თუ ისევ უცხოელისკენ?

-აუცილებლად ქართველისკენ. არაერთხელ გამოჩნდა, რომ უცხოელებს ჩვენთან მუშაობა უჭირთ. ქართველ ფეხბურთელებს თავისებური მიდგომა სჭირდებათ. ხან უნდა დაუყვავო, შემდეგ შეუძახო, ან შეაქო თუ გაკიცხო.

ტოპ კლასის მწვრთნელი საქართველოში არ ჩამოვა. ამიტომაც უპრიანი იქნება სწორება ისევ ქართველზე გავაკეთოთ.

-ძველი და ახლანდელი ნაკრებიც მინდა შეადაროთ. თქვენი აზრით ის გუნდი ამ შანსს ხელიდან გაუშვებდა?

No description available.

-ის უნიჭიერესი თაობა იყო. არველაძეები, ქინქლაძე, ცხადაძე, შემდეგ უკვე კობიაშვილი, დემეტრაძე, კალაძე ასათიანი და სხვები. მართლაც საოცარი ფეხბურთელები იყვნენ.

განვმეორდები, ეს შანსი არც ამ ფორმაციის ნაკრებს უნდა გაეშვა ხელიდან, რადგან ამის პოტენციალი ჰქონდათ. ისინი კი ვფიქრობ არაფრის დიდებით არ წააგებდნენ.

-და ბოლო კითხვა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა და საქართველოს ნაკრების შანსებიც შეაფასეთ.

-პესიმისტი არასოდეს ვყოფილვარ. ორი აზრი არ არსებობს, ურთულესი ჯგუფია, თუმცა თავიდანვე იმედგადაწურული ყოფნაც რას გვარგებს. ყველა მეტოქესთან ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.

 

 

 

თეგები გია გურულისაფრანგეთისაქართველოს ნაკრებიფეხბურთი
კახა ბერიძე

კახა ბერიძე

დაკავშირებული სიახლეები

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგაზე 1/4 ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია!

18 მარტი, 2022 15:13
ფეხბურთი

„მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ“ – შოთა არველაძემ ჩემპიონშიფში მესამე შეხვედრა მოიგო

17 მარტი, 2022 13:15
ფეხბურთი

ვილი სანიოლი: მე გადავწყვიტე, აზაროვი მეორე თამაშზეც არ გამომეძახებინა

16 მარტი, 2022 21:45
ფეხბურთი

ვილი სანიოლი: ჩვენ გვესაჭიროება სრულად გამოჯანმრთელებული გიორგი ჩაკვეტაძე

16 მარტი, 2022 21:28

პოპულარული

  • მინდოდა ყველას დაენახა, რომ ქართველები ბრძოლაში უკან არ იხევენ! – ინტერვიუ მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ ბექაურთან

    1379 გაზიარებები
    გაზიარება 552 Tweet 345
  • რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე ასპარეზობით

    645 გაზიარებები
    გაზიარება 258 Tweet 161
  • ნგანუმ მიოჩიჩი გათიშა – კამერუნელი ნანატრი ქამრის მფლობელია! (VIDEO)

    168 გაზიარებები
    გაზიარება 67 Tweet 42
  • მის მომავალზე დღევანდელი მატჩის შედეგი არ იმოქმედებს – ჟოან ლაპორტა რონალდ კუმანს ენდობა

    150 გაზიარებები
    გაზიარება 60 Tweet 38
  • ჩემს ძმას რომ ჰგავს ლაშა, დედა მასზე გიჟდება, ხმაც კი მისნაირი აქვს… – ლაშა ბექაურის დედის ინტერვიუ

    599 გაზიარებები
    გაზიარება 240 Tweet 150

რეკომენდირებული

No Content Available

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - ყველა უფლება დაცულია

12+

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - All rights reserved

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In