ერთი წლის წინ, 2020 წლის 26 იანვარს ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. კობისთაან ერთად მისი შვილი ჯიანაც იმყოფებოდა.
ტრაგედია კალიფორნიის დროით დილის 10 საათზე მოხდა. პოლიციის განმარტებით, კობის შვეულმფრენი ნისლიან ამინდში, კალაბასასის (კალიფორნია) მთებში ჩამოვარდა და მაშინვე ცეცხლი გაუჩნდა. ‘ლოს ანჯელეს თაიმსის’ ინფორმაციით, შვეულმფრენის ჩამოვარდნამ ხანძარი გააჩინა, რის გამოც სასწრაფო დახმარებას ადგილზე მისვლა გაუჭირდა.
კობი ბრაიანტი ფილადელფიაში დაიბადა, 1996 წელს დრაფტზე შარლოტ „ჰორნეტსმა“ აირჩია, მაგრამ მაშინვე ლოს ანჯელეს „ლეიკერსს“ დაუთმო, სადაც მოგვიანებით შაკილ ონილთან ერთად საოცარი დუეტი შექმნა.
სწორედ „ლეიკერსში” გაატარა 1996-2016 წლებში პროფესიონალური კარიერა და წარუშლელი კვალი დატოვა NBA-ს უმდიდრეს ისტორიაში. ხოლო კალიფორნიულ გუნდს მის საპატივცემულოდ 8 და 24 ნომრები ხმარებიდან აქვს ამოღებული.
კობი ხუთჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი. უმთავრეს საკალთბურთო ლიგაში მოპოვებული ქულებით კი, მეოთხე ადგილზეა იყო. ლეგენდარული კობი ბრაიანტის სიცოცხლე 41 წლის ასაკში ტრაგიკულად დასრულდა…




