თურქული სუპერ ლიგის 21-ე ტურში საბა ლობჟანიძის ანკარაგიუჯუ, გასვლაზე ალანიასპორთან დრამატულ ბრძოლაში 3:4 დამარცხდა.
შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და გუნდის მიერ გატანილ სამივე გოლში წვლილი, ქართველმა ვინგერმა შეიტანა. საბა მთელი შეხვედრა აქტიური იყო და 3-ვე საგოლე გადაცემა სწორედ მან შეასრულა.
საბას სამმა საგოლე პასმა ანკარას ვერ უშველა, გუნდმა 4 გოლი გაუშვა და საბოლოოდ 3:4 დამარცხდა. დედაქალაქელებმა ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს, რადგან რომ მოეგოთ, გასავარდნ ზონას თავს დააღწევდნენ.
ანკარაგიუჯუ 20 თამაშში მოპოვებული 18 ქულით მე-19 ადგილზე იმყოფება. საბა ლობჟანიძემ სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.




