„სოჭისთან“ ტესტ-მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე გოლიც გაიტანა. 57-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის საჯარიმოში თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, 2:2.
ხვიჩამ თავის გამოჩენა პირველ ტაიმშიც შეძლო. მან მეტოქის ნახევარზე მცველების შეცდომით ისარგებლა და „სოჭის“ კარში პირველი გოლი გაიტანა.





