ყაზანის „რუბინი“ ამ წუთებში მოსამზადებელი ეტაპის მეორე ტესტ-მატჩს, „სოჭის“ წინააღმდეგ მართავს.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ მეტოქესთან 1:2 მარცხდება.
შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში ატარებს ქართველი ფეხბურთელი. კვარაცხელიამ მეტოქის კარში გოლის გატანაც შეძლო. მე-19 წუთზე, როდესაც რუბინი 0:1 აგებდა, ხვიჩამ „სოჭის“ მცველების შეცდომით ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა.





