სერია ა-ს მიმდინარე გათამაშების ლიდერმა მილანმა, ხორვატიის ნაკრების, ბაიერნის, ატლეტიკოს და იუვენტუსის ყოფილი ფორვარდი, მარიო მანჯუკიჩი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.
Official Statement: @MarioMandzukic9 ➡ https://t.co/g4peqjiQ7h
Comunicato Ufficiale: Mario Mandžukić ➡ https://t.co/gEHRYtZmQL #ReadyToUnleash #SempreMilan pic.twitter.com/NjmFT2ESVq
— AC Milan (@acmilan) January 19, 2021
ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა. მარიომ მილანთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
სეზონის დასრულების შემდეგ, მილანურ გრანდს მისი ერთი წლით გახანგრძლივება კიდევ შეეძლება. ხელფასის ფასით ხორვატი ფეხბურთელი 1,5 მილიონ ევროს მიიღებს და 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
მანძუკიჩმა იუვენტუსის შემადგენლობაში სერია ა ოთხჯერ მოიგო, სამჯერ ქვეყნის თასის მფლობელი გახდა, ხოლო ერთხელ სუპერთასსაც დაეუფლა.





