საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ანრი დეგლანის სახელობის 47-ე საეთაშორისო გრან-პრი მიმდინარეობს. ტურნირში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ჩაერთო.
გამარჯვება მოახერხა ბექა ლომთაძემ, რომელმაც 61 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ბელგიელი აიუბ მუსაევი დიდი სხვაობით, 8:1 დაამარცხა.
ნაკრების მთავარი ვარსკვლავი გენო პეტრიაშვილი 125 კგ წონის ფინალში, პოლონელ რობერტ ბარანს შეხვდა და მთელი ორთაბრძოლის მანძილზე დომინირებდა. საბოლოოდ 7:2 ქართველი გოლიათის სასარგებლოდ.
70 კგ წონით კატეგორიის ფინალში, ზურაბ იაკობიშვილი მოლდოველ მიჰაილ სავას შეხვდა და აბსოლუტური უპირატესობით, 10:0 დაამარცხა.
რაც შეეხება გივი მაჭარაშვილს, 97 კგ-ში, მან ნახევარფინალში პოლონელი რადოსლავ ბარანი 7:4 დაამარცხა და ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ამერიკელ კაილ სნაიდერს დაუხვდა.
სამწუხაროდ, ამერიკელმა ჩვენებური დაჯაბნა და ანგარიშით 14–3 დაამარცხა და საქართველოს ნიცაში პირველი ვერცხლი მოაპოვებინა.
ვერცხლის მედალს დასჯერდა დავით ტლაშაძეც, 74 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში მიღებული ფეხის ტრამვის გამო, მან ოქროს მედლისათვის ასპარეზობა ვეღარ შეძლო.





