საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საფრანგეთში, ანრი დელანის სახელობის, მოჭიდავეთა საერთაშორისო ტურნირზე მესამე ოქროს მედალი მოიპოვა.
70 კგ წონით კატეგორიის ფინალში, ზურაბ იაკობიშვილი მოლდოველ მიჰაილ სავას შეხვდა და აბსოლუტური უპირატესობით, 10:0 დაამარცხა.
ზურაბ იაკობიშვილის გარდა ოქროს მედლები გენო პეტრიაშვილმა და ბექა ლომთაძემაც მოიპოვეს.








