როგორც იქნა! ლონდონის არსენალმა და მესუთ იოზილმა კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, The Athletic-ის ჟურნალისტი, დევიდ ორნშტეინი ავრცელებს.
EXCLUSIVE | Arsenal and Mesut Ozil have an agreement in principle to terminate contract with immediate effect.
More from @David_Ornstein
— The Athletic UK (@TheAthleticUK) January 16, 2021
აღნიშნული წყაროს ცნობით, გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, უახლოეს საათებში „მეთოფეებთან“ არსებულ ხელშეკრულებას ოფიციალურად გაწყვეტს.
წარმოშობით თურქი, 32 წლის ფეხბურთელი არჩევანს, დისი იუნაიტედსა და ფენერბაჰჩეს შორის გააკეთებს.
თუმცა ცნობილია, რომ მესუთის სიმპატიები „ფენერის“ მხარეს იხრება, რაზეც მის მიერ გაკეთებული განცხადებაც მოწმობს (იოზილის თქმით ფენერბაჰჩე თურქეთში რეალ მადრიდივითაა).
მესუთ იოზილი არსენალში, 2013 წლის ზაფხულში, 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ ზემოთ ხსენებული „სამეფო გუნდიდან“ გადავიდა.
ლონდონურ გუნდში ჩატარებულ 254 შეხვედრაში, 44 გოლი და 77 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან არსენალთან ერთად სამჯერ ინგლისის ასოციაციის თასის მოგება შეძლო.





