არაერთხელ ვთქვით, რომ ქალთა შორის, ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები დუბაიში მიმდინარეობს, სადაც ორი ქართველი ჩოგბურთელი ასპარეზობს.
სამწუხაროდ ერთისთვის უკვე ტურნირი დასრულდა. ადრეც ავღნიშნეთ, რომ ეკატერონე გორგოძეს წილისწრაში დიდად არ გაუმართლა და სტარტზევე ძლიერი მეტოქე ერგო, თუმცა როდესაც საქმე დიდ სლემს ეხება, თუნდაც საკვალიფიკაციო ეტაპზე მარტივი გასეირნება არ არსებობს.
ეკატერინე გორგოძე იანა ფეტთან დამარცხდა. ჩვენებურმა ხორვატ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და ორ სეტში, ერთნაირი ანგარიშით – 3:6, 3:6 წააგო.
მატჩი საანთახევარზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა და მეორე სეტში იყო პერიოდი, როდესაც გორგოძეს გარდატეხის შეტანა შეეძლო. ქართველი ჩოგბურთელი ბრეიქით დაწინაურდა, მაგრამ რეიტინგის 209-ე ნომერთან უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.








