ლა ლიგის მე-18 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი, რომელიც მადრიდში ვანდა მეტროპოლიტანოზე, ადგლობრივ ატლეტიკოსა ბილბაოს ატლეტიკს შორის, უამინდობის გამო გადაიდო.
„გაუთვალისწინებელი ვითარების გამო, რომელიც დიდთოვლობით და მისგან გამოწვეული სირთულეებით მივიღეთ, ლა ლიგის პროფესიონალური შეჯიბრებების კომიტეტმა, კლუბებთან მოლაპარაკების შემდეგ, ატლეტიკოსა და ბილბაოს მატჩი გადადო. თამაშის გამართვის ახალი თარიღი უახლოეს დღეებში გამოცხადდება“, – ნათქვამია ლა ლიგის პრესსამსახურის განცხადებაში.
დიდთოვლობის გამო პრობლემები მადრიდის რეალს, გუნდი პამპლონაში გაფრენას კარგა ხანი ვერ ახერხებდა, თუმცა საბოლოოდ შეძლეს და ოსასუნასთან მატჩი შედგება.





