მართალია, ჯერ კონტრაქტის ამოწურვამდე საკმაო დროა, მაგრამ „მანჩესტერ სიტი“ ბელგიელი ფორვარდის ხანგრძლივი ვადით დაბევებას აქედანვე ცდილობს.
კევინ დებრუინი მანჩესტერულ გუნდს 2023 წლამდე ეკუთვნის და მის მსურველ გუნდებს გვარიანი თანხის გადახდა მოუწევთ, თუმცა გვარდიოლას სურს აუტკივარი თავი არ აიტკიოს და ბელგიელს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.
ბრიტანული მედიის ცნობით, კევინ დებრუინი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და ქალაქელების პირველი შეთავაზება იუარა. დებრუინს ხელფასის გაუმჯობესება სურს და ამიტომაც განახლებულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას არ ჩქარობს.
კევინ დებრუინი „მანჩესტერ სიტიში“ 2015 წლიდან ირიცხება. მანამდე, 29 წლის ბელგიელი „გენკში“, „ჩელსიში“, „ვერდერში“ და „ვოსლბურგში“ აგორებდა ბურთს.





