TUTTOmercatoWEB.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს აქტიურად განიხილავს.
როგორც ცნობილი გახდა, ჟურნალისტებმა აგენტები “ნაპოლის” კასტელვოლტურნოს ბაზასთან შეამჩნიეს და ხვიჩას გარემოცვასთან მოლაპარაკებები გამართეს. აღსანიშნავია, რომ “ნაპოლის” გაძლიერება მომდევნო სეზონიდან სურს.
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე აქტიურად, “იუვენტუსი” და “რომაც” მუშაობენ, მაგრამ “ნაპოლის” უპირატესობა აქვს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ფიფამ გადაწყვიტა, რომ ლეგიონერებმა სურვილის შემთხვევაში რუსულ კლუბებთან კონტრაქტი დროებით შეაჩერონ და უცხოურ კლუბებს იჯარის წესით შეუერთდნენ.
მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება ასევე მწვრთნელებს და უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელებსაც შეეძლებათ.