საქართველოს ნაკრებისა და “ჰატაისპორის” 27 წლის ფეხბურთელმა, საბა ლობჟანიძემ “კარაგუმრუკს” გაუტანა. თურქეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში “ჰატაისპორმა” შინ “კარაგუმრუკი” მიიღო და გამანადგურებელი ანაგარიშით, 3:0 დაამარცხა.
საბამ შეხვედრის 29-ე წუთზე გოლი გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.
”კარაგუმრუკის” სათადარიგოთა სკამზე ვატო არველაძე გახლდათ, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.
“ჰატაისპორი” მომდევნო შეხვედრას 19 მარტს, “ბეშიქთაშის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში, თურქეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.





