წარსულში პროფესიონალი მოკრივე და კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონი იყო, შესაბამისად მისი სახელი ნებისმიერ ქვეყანაში იციან და თავშესაფრის პოვნა და ომისგან არიდება მარტივად შეეძლო, თუმცა ფრონტის წინა ხაზზე შეიარაღებული დგას თავისი ქვეყნის და მიწის დასაცავად.
კლიჩკომ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
“დრამა, რომელიც ამ წუთებში უკრაინაში ვითარდება, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენს არსებობას.
ადამიანის ღირსება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობითი აგრესიით.
ის, რაც ევროპის შუაგულში ხდება, ჩვენი პლანეტის ყველა მკვიდრს ეხება, ვისაც სამართლიანობა სურს მიუხედავად მათი წარმოშობისა და რელიგიისა.
პირდაპირ მივმართავ მსოფლიოს სულიერ ლიდერებს, დაიკავონ თავიანთი მკაცრი პოზიცია და ამაყად აიღონ თავიანთი რელიგიების პასუხისმგებლობა მშვიდობის მოპოვებისთვის.
ამგვარად, მივმართავ მის უწმინდესობას რომის პაპ ფრანცისკეს, აჰმედ მოჰამედ აჰმედ ელ-ტაიბს, დაილაი ლამას, ისრაელის მთავარ რაბინს დევიდ ბარუხ ლაუს, რომ ჩავიდნენ კიევში, რათა გამოავლინონ თავიანთი სოლიდარობა უკრაინელ ხალხთან, გამოავლინონ თანაგრძნობა და შეუერთდნენ იმ მხარდაჭერას, რომელიც ჩემს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს სჭირდება.
მოდით, კიევი გავხადოთ კაცობრიობის, სულიერების და მშვიდობის დედაქალაქი!”, – წერს ვიტალი კლიჩკო.