ეროვნული ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედომ” შინ გორის “დილა” მიიღო და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
ირაკლი ბუღრიძემ შეხვედრის მე-4 წუთზე “ტორპედოს” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაშო ლომის წვლილი შეიტანა.
მთელი შეხვედრის განმავლობაში ქუთაისელები დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებულ გამარჯვებასაც მიაღწიეს.
გია ცეცაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას “საბურთალოს” წინააღმდეგ ჩაატარებს, “დილა” კი ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება.





