საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი დემეტრაძემ განცხადება გააკეთა.
“მე გიორგი დემეტრაძე ვარ – ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და თამაშობდა თქვენს ქვეყანაში. უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა. ძალიან ვწუხვარ, რაც თქვენს სამშობლოში ხდება. მსურს გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი. გაუმარჯოს უკრაინას!”, – განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა.
დემეტრაძე უკრაინაში ყოფნის პერიოდში კიევის “დინამოში”, დონეცკის “მეტალურგში” და კიევის “არსენალში” თამაშობდა. ის არის უკრაინის ჩემპიონატის გამარჯვებული და ბომბარდირიც.





