საქართველოს ნაკრებისა და ულსან “ჰიუნდაიას” 29 წლის ნახევარმცველმა, ვაკო ყაზაიშვილმა “სუვონს” გაუტანა. სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრაში “ჰიუნდაიმ” “სუვონი” 2:1 დაამარცხა.
ვაკომ მატჩის 52-ზე წუთზე პენალტი გააფუჭა, თუმცა შეხვედრის 67-ე წუთზე შეცდომა გამოასწორა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.
ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ უკრაინას მხარი დაუჭირა.
ცნობისთვის, ულსან “ჰიუნდაი” მომდევნო შეხვედრას 6 მარტს “ჩონბუკის” წინააღმდეგ ჩაატარებს.





