კატალონიის “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის შეხვედრაში “ბილბაო” გამანადგურებელი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.
კატალონიელებთაგან განსაკუთრებით კარგი შეხვედრა პედრი გონსალესმა ჩაატარა. ესპანელმა ფეხბურთელმა კამპ ნოუზე ნამდვილი შოუ დადგა.
შეხვედრის შემდეგ ჩავი ერნანდესმა 19 წლის ნახევარმცველზე ისაუბრა:
”პედრი ანდრეს ინიესტას მაგონებს. ის უბრალოდ ჯადოქარია. მანამდე მის დონეზე მოთამაშე ბევრი სხვა ნიჭიერი ფეხბურთელი არ მინახავს… ის საოცარია.” – განაცხადა ჩავი ერნანდესმა.
Xavi: “Pedri reminds me of Andrés Iniesta. He’s simply magic. I didn’t see many other talents at his level before… he’s amazing”. ⭐️ #FCB pic.twitter.com/9WsuA9ke3G
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) February 27, 2022