ლა ლიგის 26-ე ტურის მატჩში “ვალენსიამ” სტუმრად “მალიორკა”, მინიმალური სხვაობით 0:1 დაამარცხა. გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა და მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრის შემდეგ, “ღამურების” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა 21 წლის ქართველ მეკარეზე ისაუბრა:
“ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო კარის მშრალად შენახვა. ლა ლიგაში იმ გუნდების სიაში ვართ, რომლებმაც ყველაზე მეტი გოლი გაუშვეს და ეს ჩვენი ერთ-ერთი მინუსია, ამრიგად მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვეფრაში გოლი არ გავუშვით.
გიორგიმ მშვენივრად ითამაშა. რამდენიმე კარგი ბურთი აიღკ, სტანდარტულ სიტუაციებსა და ფლანგურ ჩაწოდებებს კარგად გაუმკლავდა. ეს მას თავდაჯერებას შემატებს.” – განაცხადა ხოსე ბორდალასმა.





