საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვერსიით, 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ მარცხენა შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია გახდა.
ამ ნომინაციაზე წარდგენილები იყვნენ: ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი)
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კვარაცხელიას დებიუტი 2019 წლის 7 ივნისს, გიბრალტარის ნაკრებთან შეხვედრაში ჰქონდა. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით მან ხუთი მატჩი გამართა და ერთი გოლი გაიტანა. თავისი სადებიუტო ბურთი კვარაცხელიამ სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან, ერთა ლიგის შეხვედრაში გაიტანა.
ხვიჩას წარმატება ყაზანურმა კლუბმაც მიულოცა, თვითდაჯერებულობა და კარიერული ზრდა უსურვა.





