ცნობილი რუსი ჟურნალისტი და კომენტატორი, ვასილი უტკინი უკრაინაში საომარი მოქმედებების შესახებ ტელეგრამზე წერს
“არ მესმის, როგორ შეიძლება დღევანდელი გადაცემის გადაღება. რა დროს ფეხბურთია. ყველაზე ცუდი დღეა ცხოვრებაში, რეკორდი დამხობილია… რჩევებს არ ველოდები, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ვერავინ გასცემს ასეთ რჩევას.
სიბნელე და უსუსურობა. არ მეგონა, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი დღე დადგებოდა“, – წერს უტკინი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. აფეთქების ხმა ისმის უკრაინის სხვადასხვა ქალაქში. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაც არის გამოაცხადებული.








