ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, „რეალ“ მადრიდის ნახევარმცველი ისკო გუნდის დატოვებასთან ახლოსაა. 28 წლის ნახევარმცველმა, სეზონის ბოლოს „სამეფო გუნდის“ დატოვება მტკიცეთ გადაწყვიტა.
ფეხბურთელს ყველაზე მეტად „სევილიას“ ვარიანტი მოსწონს, სადაც მთავარ მწვრთნეად „რეალის“ და ესპანეთის ყოფილი დამრიგელი ხულენ ლოპეტეგი მუშაობს. ისკოს ეს ვარიანტი ყველაზე მეტად იმიტომ იზიდავს, რომ მან ლოპეტეგისგან ყველაზე დიდი მხარდაჭერა იგრძნო.
ამ სეზონში მადრიდული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, იგი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ სამჯერ ათამაშა.
ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და ისკოს სურდა მადრიდის დატოვება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურდა, მაგრამ ზიდანმა ამაზე უარი თქვა და კლუბის ხელმძღვანელობას აუხსნა, რომ მას გუნდის სიღრმის შენარჩუნება სურდა.
ივნისში, „რეალი“ მოთამაშის სანაცვლოდ „სევილიას“ 15-დან 20 მილიონ ევრომდე მოსთხოვს. ესპანელის ხელფასი კი მადრიდში წელიწადში 7 მილიონი ევროა, ასე რომ გუნდის სარგებელი დაახლოებით 30 მილიონი ევრო იქნება. 2013 წელს მადრიდულმა კლუბმა ფეხბურთელი სწორედ ამ თანხად შეიძინა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ესპანელს გუნდის კაპიტან სერხიო რამოსთან უთანხმოება მოუვიდა. აღსანიშნავია, რომ გუნდის სხვა მოთამაშეებმა მხარი რამოსს დაუჭირეს და თვლიან, რომ კლუბმა ისკო უნდა გაყიდოს.





