საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ყოველ წლიურ დაჯილდოებას GFF Awards-ს, მიმდინარე წელს პანდემიის და საკარანტინო რეგულაციების გამო, შეცვლილი ფორმატით ონლაინ ატარებს.
2020 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალის, ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა, კაპიტნებმა, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა მიიღეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2020 წლის ქალთა გუნდის საუკეთესო მწვრთნელად გიორგი ჩხაიძე დაასახელა.

ჩხაიძის ხელმძღვანელობით, საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გავიდა. გურულმა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ოკჟეტპესისა და კლუჟის ბარიერი დაძლია. ხოლო, ფინალურ ეტაპზე შვედურ როსენგარდთან ორი მატჩის ჯამში 0:17 განადგურდა.





