ისტორიაში პირველად მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი გასულ წელს თბილისის “საბურთალომ” მოიგო.
მოყვარულთა ლიგის 2021 წლის სეზონი კი “ბასიანის” გამარჯვებით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მოყვარულთა ლიგა 2021-ის ჩემპიონი თბილისის ”ბასიანი” 2022 წელს ბელარუსშიც გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას UEFA Regions Cup-ზე მიიღებს.





