საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას ეროვნული ლიგის ხუთი, ეროვნული ლიგა 2-ის ორი და ლიგა 3-ის ერთი გუნდი იღებდა.
წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
გარეჯი – საბურთალო
გორი – სამგურალი
ლოკომოტივი – დინამო ბათუმი
გაგრა – შუქურა

დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი. გათამაშების დეტალური კალენდარი იხილეთ ბმულზე.
შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.





