ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინიდან” წასვლაზე ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი იწერებოდა, მაგრამ 21 წლის ქართველი შემტევი ისევ რუსეთის პრემიერ ლიგაში თამაშობს.
ხვიჩასთვის “რუბინის” დატოვება გარდაუვალია, მაგრამ ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული.
აღნიშნული საკითხი ყაზანელებისთვის დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს და “რუბინი” კვარას ევროპაში გადასვლის შემთხვევაში, მის შემცვლელს არ შეიძენს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში, ხვიჩას სეად ჰაკსაბანოვიჩი შეცვლის, რომელიც “რუბინმა” შვედეთიდან 6.5 მილიონი ევროდ დაიმატა.





