გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, “ჰამბურგმა” “ჰეიდენჰეიმს” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
გიორგი ჩაკვეტაძე, მატჩში 66-ე წუთზე ჩაერთო და მოედანზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გიოს შეფასება შეფასება 7.1 გამოვიდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
მოგეხსენებათ, გიორგის ბელგიურ “გენტში” საქმე კარგად არ მიდიოდა. გერმანიაში კი საქმე სხვაგვარადაა, ჩაკვეს “ჰამბურგის” მთავარი მწვრთნელიც სრულ ნდობას უცხადებს და მასთან დაკავშირებით დიდი იმედები აქვს.
აღნიშნულ, საკითხს “ყარაბაღის” მეკარე და გიორგი ჩაკვეტაძის უახლოესი მეგობარი, ლუკა გუგეშაშვილი Geo Team-ის პოსტში გამოეხმაურა
“ყოჩაღ გიორგი. შენს სახეზე ღიმილს როცა ვხედავთ, მთელი ქვეყანა ვბედნიერდებით. დაე აღსრულდეს და ბელგიაში აღარასდროს დაბრუნდე”, – წერს გუგეშაშვილი.








